ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი შეუწყდება

მანდატის შეჩერების მიზეზი უმაღლეს საბჭოში არსებული ის კანონი და რეგლამენტია, რომლის მიხედვითაც დეპუტატი არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება. ზაზა ოქუაშვილი საშემოდგომო სესიას მიმდინარე წელს არცერთხელ არ დასწრებია. ტელეკომპანია “იბერიასა” და კომპანია “ოჯითის” მფლობელი ბოლო რამდენიმე თვეა ლონდონში იყოფება და საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს. როგორც ოქუაშვილმა ტელეკომპანია “პირველს” განუმარტა მანდატის შეჩერებისთვის უმაღლეს საბჭოს თავად უახლოეს მომავალში მიმართავს.

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეპუტატი თავად აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართოს.

“ვინაიდან დეპუტატმა თავად გადაწყვიტა უმაღლეს საბჭოს პირადი განცხადებით მიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამიტომ უმაღლესი საბჭო არ განიხილავს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა” -განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოქუაშვილი განცხადებით არ მიმართავს უმაღლეს საბჭოს და მისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტა მაინც განიხილება, ეს შეფასდება, როგორც ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატზე.

ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში პარტიოტთა ალიანსის პარტიული სიით მოხვდა. დეპუტატის მანდატის შეჩერების შემდეგ მის ადგილს აჭარის უმაღლეს საბჭოში კვლავ ამავე პარტიის პროპორციული სიის შემდეგი წევრი დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად