ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში გამართულ მსოფლიო თასზე ასპარეზობაში ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში კანოეთი 200 მეტრიან დისტანციაზე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალური რბოლის ცხრა მონაწილეს შორის ორი ქართველი სპორტსმენი იყო – 2019 წელს პოზნანში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალოსანი ზაზა ნადირაძე და მურმან ალანია.

ზაზა ნადირაძემ დისტანცია 40.38 წამში გაირა და მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მურმან ალანიამ რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად