ზაზა ნადირაძე ფინალში საუკეთესო მაჩვენებლით გავიდა

მინსკში მიმდინარე ევროპულ ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობაში ქართველი ნიჩბოსნები ჩაერთვნენ.

კანოიში 200 მეტრიან დისტანციაზე ორ ჯგუფად გაყოფილ სპორტსმენთა წინასწარი შეჯიბრება საუკეთესო მაჩვენებლით – 39,421 წმ დაასრულა და ნახევარფინალის გამოტოვებით, პირდაპირ ფინალში მოხვდა.

ხვალ, შუადღისით, ზაზა ნადირაძე სხვა 8 სპორტსმენთან ერთად ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქალთა შორის ამავე დისციპლინაში ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მარიამ ქერდიკაშვილი. კაიაკით 200 მეტრიან დისტანციაზე “ბ” ფინალში ბადრი ყაველაშვილი იასპარეზებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად