ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

ზაზა ნადირაძემ ორას მეტრიანი დისტანცია 39.2 წამში დაძლია და რუსი მდევარი, ივან შტილი 0.024 წამით ჩამოიტოვა.

ქრთველმა ნიჩბოსანმა, ტურნირის პირველ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელი დადო და პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ფინალში კი ისევ არავის დაუთმო პირველობა და გასულ წელს მოპოვებული ბრინჯაო ოქროში გადაცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად