ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა . ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას სანთლები აუნთეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

,,27 სექტემბერს, 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ძალიან ძნელია ამ სიტყვების თქმა, რადგან მათ მიღმა ათასობით დაღუპული და საკუთარი სახლიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი დროებით დაკარგული მიწებია. აფხაზეთის ომის გმირების ნათელ ხსოვნას მივაგეთ პატივი, სანთლები ავანთეთ, გვირგვინებით შევამკეთ დიდების მემორიალი. სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად