ზაზა ლომინაძე: საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში

,,საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში!”-აცხადებს ,,ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, აგვისტოს ომიდან 12 წლის თავთან დაკავშირებით.

„დღეს ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2008 წლის ომს ჩვენი ასობით უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.

ისტორია საკადრის პასუხს მიაგებს მათ, ვინც ქვეყანას ეს ტრაგედია ვერ ააცილა, ვინც გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ბრძოლის ველზე ბედის ანაბარა მიატოვა“, – აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად