ზაზა ხუციშვილი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ამოქმედება ამ ეტაპზე რეალური არ არის

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ამოქმედება ამ ეტაპზე რეალური არ არის, მაგრამ პარტნიორი ქვეყნები საქართველოს მთავრობისგან რა თქმა უნდა ელოდებიან ჩვენ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს. იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტოთ და კანონშიც ავსახოთ, რომ ჩვენ უნდა შევუშალოთ ხელი ჩვენს უამრავ მოქალაქეს, ვინც კანონის ფარგლებში სარგებლობს ამ უვიზო მიმოსვლით.

მომავალშიც თუკი შეიძლება გაგრძელდა, შეიძლება გარკვეული საკითხები წამოიჭრას. თუკი შეწუხდება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ევროკავშირში ამ უკანონო მიგრაციით, მაშინ გამოვა ისე, რომ ამ ადამიანების გამო შეიძლება შეექმნათ პრობლემები. რომლითაც დღეს სარგებლობს უამრავი ჩვენი მოქალაქე”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...