ზაზა ხუციშვილი: უზენაესში საქმეების განხილვას 10 მოსამართლე ვერ აუდის, ესეც უნდა გავითვალისწინოთ

“უზენაესში განსაზღვრულია 28 მოსამართლე, ახლა 10 მოსამართლეა, რომლებიც საქმეების განხილვას ვერ აუდიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა “აიპრესთან” საუბრისას თქვა.

დეპუტატს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან ათივეს ჩავარდნა სწორად არ მიაჩნია.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას, ეს თქვენ აზრთა სხვადასხვაობა გგონიათ და რაც ხდება ამაში დაპირისპირებას ვერ ხედავთ?

იცით რა? დაპირისპირება რასთან დაკავშირებით? თუკი ვსაუბრობთ ბოლო თემაზე რაც იყო, საუბარი იყო მოსამართლეების კანდიდატურებზე. თემა ეს არის. მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც ათივე კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ვიმეორებ, ამ კანდიდატების შესახებ იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ ყველა ნამდვილად ვერ გავა თუკი ეს სია ბოლომდე იქნება შემოთავაზებული.

რაც შეეხება მეორე მომენტს, ისიც არის, რომ უზენაესში 28 მოსამართლეა განსაზღვრული და დღეს 10 მოსამართლეა დანიშნული, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის გაწელვა და ის, რომ ათივე კანდიდატი, რომ ჩავარდეს არა მგონია სწორი იყოს. უამრავი საქმეა და ათი მოსამართლე დღესდღეობით ამ საქმეების განხილვას ვერ აუდის. ამიტომ, სერიოზული დაფიქრება, გაანალიზება და დამატებითი დრო გვჭირდება, რათა ღირსეული კანდიდატი შევარჩიოთ.

სრულ ინტერვიუს მკითხველს მოგვაიენბით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად