ზაზა ხუციშვილი: “მიშა მაგარიას” ჩართვით, საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს

“მიშა მაგარიას” ჩართვით, საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ზაზა ხუციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის ზაზა ხუციშვილის თქმით, საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ ჩართულმა სიმღერამ “მიშა მაგარიამ” საპროტესტო მუხსტს ზიანი მიაყენა.

“ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ნამდვილად არ არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. დესტრუქციული ქმედებები არ არის პროდუქტიული. იკვეთება ნაციონალური მოძრაობის სტილი. “მიშა მაგარიას” ჩართვით, საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს,” – აღნიშნა “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა სიმღერა “მიშა მაგარია“ ჩართეს (ვიდეო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად