ზაზა ხუციშვილი: იუსტიციის საბჭომ 2 გადაწყვეტილებით გარკვეული უხერხულობა შეუქმნა მმართველ გუნდს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“მე ვადასტურებ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 გადაწყვეტილებით გარკვეული უხერხულობა შეუქმნა მმართველ გუნდს. ჯერ იყო სია. რამდენჯერმე აღმინიშნავს, რომ ეს სია მთლიანად არ განხილება, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიეთ საკუთარი თავის შემოთავაზება კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ არ ჯდება სხვა კრიტერიუმებში. კარგი იქნებოდა მაშინ ეს ფორმატი შემოგვეთავაზებინა, რომ თითოეული კანდიდატი განგვეხილა მშვიდად და დაწყნარებულად. მაგრამ ეს ჩავლილი თემაა და ჩვენი მხრიდან დაინიშნა საბჭოს 5 წევრი.

მეორე გადაწყვეტილება ის არის, რომ როდესაც წავედით ამ გზით, მოხდა ერთ-ერთი კანდიდატის უვადოდ გამწესება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვთქვით, რომ არაკონსტიტუციური გზით არ წავალთ, ამიტომ იუსტიციის საბჭოს საქმეებში ჩარევა არ შეიძლება. ერთადერთი რაც ჩვენი მხრიდან იყო არის ის, რაც ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შეაჩერონ ეს დანიშვნები, სანამ ეს პროცესი არ დამთავრდება. ვუერთდები მეც ამ მიმართვას”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...