ზაზა ხუციშვილი: ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მიმართა ასე მიმართა.

“ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?! მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან იმდენი ხალხი იყო, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე დღევანდელ პარლამენტში. თქვენ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგით რომ ხართ, თუნდაც ევროპული საქართველო, ამ პარლამენტში მოხვედრილი, ამაშიც ეჭვი ხომ არ გეპარებათ?!“, – მიმართა ზაზა ხუციშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ოთარ კახიძის მიერ ნახსენებ „ქეისებზე“ გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში მას შეახსენა, რომ ქართული სასამართლოს მიერ ათწელიწად მისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს, საფრანგეთის მხარემ არ გადმოსცა. „ბატონო ოთარ ათწელიწად მისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი არ გადმოგცათ საფრანგეთის მხარემ, იმიტომ რომ ამ გადმოცემის პროცედურებს აქვს სულ სხვა მხარე და ახლა ამის გამოყენება ქალბატონი თეას საწინააღმდეგოდ აბსოლუტურად არ არის სწორი და მართებული“.

ზაზა ხუციშვილის განცხადებით, წინა მთავრობაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ქვეყნის დიდი სირცხვილი.

„მე შეგახსენებთ, რომ თქვენს მთავრობაზე რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნის მართლაც დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ მაშინ რეალურად ხელისუფლებაში რომელი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, ყველა შეკრული იყო ერთი ადამიანის მკვლელობის გამართლებაში. აი ესაა სიმართლე. მთელი ქვეყნა შეკრული იყო გირგვლიანის წინააღმდეგ – პოლიცია, პრეზიდენტი და ა. შ.“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...