ზაზა ხატიაშვილი: საქართველოში ნარკოტიკის ლეგალიზება როგორ შეიძლება?!

ღეს კრიმინალური ფსიქიკა გაიზარდა, კრიმინალისკენ ლტოლვა ახალგაზრდობაში. ეს არის საშინელება. მაგალითად, ჩემს კორპუსთან 4-5 ბავშვი დგას, აშკარად დაბოლილები. ერთმანეთს საშინლად უყურებენ, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"თუ ვიმსჯელებთ იმ განაჩენებით რაც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს და რაც არის ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ კრიმინალი არ არის გაზრდილი. ვეთანხმები ირმას [ჭკადუას], რომ 30 000 პატიმარი იჯდა ციხეში, მაგრამ მინდა გავიხსენო ის რის გამოც ისხდნენ პატიმრები. მაგალითად, ადვოკატი იჯდა ციხეში თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების გამო. ერთადერთი სახელმწიფო ვიყავით იმ პერიოდში, როდესაც ადვოკატი თანამდებობის პირი იყო. ირმა ჭკადუას შვილს ჩაუდეს ნარკოტიკები და ამის მომსწრე მე ვიყავი, როდესაც ბრიუსელში აქცია ჩავატარე. 

დღეს კრიმინალური ფსიქიკა გაიზარდა, კრიმინალისკენ ლტოლვა ახალგაზრდობაში. ეს არის საშინელება. მაგალითად, ჩემს კორპუსთან 4-5 ბავშვი დგას, აშკარად "დაბოლილები". ერთმანეთს საშინლად უყურებენ. ასეთი რაღაც არ იყო. გახვალ ქუჩაში და ხედავ, რომ "დაბოლილები" დადიან ახალგაზრდობა. ვეთანხმები, რომ "ჩამდებები" უნდა დაისაჯონ, მაგრამ ნარკოტიკის ლეგალიზაცია როგორ შეიძლება? თან საქართველოში! მაგრამ კრიმინალის გაზრდა დაკავშირებულია ორ მიზეზთან, საქართველოს არ ჰყავს გამოძოება პროკურატურის სახით, არ ჰყავს სამართალდამცავი ორგანო, რომელიც ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას და მესამე პოლიციური ძალადობა პიკშია", – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

მისი თქმით, "არის საქმეები, რომელზეც გამოძიება გადაღებულ ვიდეომასალებს შლის".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად