ზაზა ხატიაშვილი ოქროპირიძის ადვოკატებისთვის სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვს

ა"დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვითხოვ სატელევიზიო არხების მეშვეობით აჩვენონ ადვოკატის და პროკურორის დასკვნითი სიტყვები გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით. ასევე, მოვითხოვ ხელისუფლებისგან ადვოკატების დათუნა მოდებაძის, სულხან კომახიძის და მათე ხარჭამაძის სპეციალური დაცვით უზრუნვლყოფას"- ამის შესახებ ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში  წერს. 

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადების გამო, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან მიმართებაში. სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად განვმარტავ, რომ ადვოკატების ინფორმაციით, მათ მოუგეს სასამართლო პროცესი პროკურატურას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნდა მიეღო გამამართლებელი ვერდიქტი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვითხოვ სატელევიზიო არხებმა აჩვენონ ადვოკატების და პროკურორის დასკვნითი სიტყვები ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით, რათა სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სისწორეში. საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კრახი განიცადა ვინაიდან არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა, არის პოლიციური სახელმწიფოს ლიდერის თვისება, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული სახელმწიფო წყობასთან. სახელმწიფოს პირველი პირები ცდილობენ პროკურატურის უსუსურობა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ვერ წარადგინეს ბრალდების საკმარისი მტკიცებულებები დააბრალონ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. გაოგნებული ვარ ადვოკატების მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო. ადვოკატ დათუნა მოდებაძეს და სულხან კომახიძეს, სავარაუდოდ დაქირავებული მოქალაქეები აყენებენ შეურაცხყოფას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც ამაზრზენი ფაქტია. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა პიროვნების გარდაცვალდება, მაგრამ ადვოკატებისთვის შეურაცხყოფის მიყენება თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, საგანგაშო ფაქტია.

დემოკრატიული ქვეყნები ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ( ჰავანა კუბა 1990 წელი).

,,გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ“ 16 მუხლის თანახმად სახელმწიფოს ეკისრება პოზოტიური ვალდებულება უზრუნველყოს, ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე. დაუშვებელია ადვოკატის იდენტიფიცირება თავის კლიენტთან“.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიჩნევ, რომ ადვოკატები დათუნა მოდებაძე , სულხან კომახიძე და მათე ხარჭამაძე ხელისუფლების პირველი პირების არაგონივრული განცხადებების გამო, იმყოფებიან საფრთხის ქვეშ, ამის გამო, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. მოვითხოვ ხელისუფლებისგან ადვოკატების დათუნა მოდებაძის, სულხან კომახიძის და მათე ხარჭამაძის სპეციალურ დაცვას კანონით გათვალიწინებული საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებების გამო, პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრება."- ნათქვამია ხატიაშვილის წერილში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...