ზაზა ხატიაშვილი: ხელისუფლებამ მურუსიძის აღზევებით გირგვლიანი 2 ჩაიდინა

მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინოა დღევანდელმა ხელისუფლებამ ისაუბროს გირგვლიანის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მურუსიძე აქცია ზე პიროვნებად, მურუსიძე გამოაცხადა მსხვერპლად და მურუსიძეებად აქცია ყველა მოსამართლე – ამის შესახებ „იურისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს გადაცემა „არჩევანში“. 

"მურუსიძეს ხელახალი სასამართლოს დანიშვნაში მონაწილეობდა ფაქტობრივი მმართველი პრემიერი ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, როცა ჭირდება ამ ხელისუფლებას ახსენებს გირგვლიანს და შემდეგ აპელირებს იმით რომ, თითქოს გირგვლიანში რაღაც საშინელება ჩაიდინეს, რა თქმა უნდა ჩაიდინეს საშინელება რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობდა მერაბიშვილის, ჩემი აზრით ასეა, მაგრამ ის რომ უფრო მეტი საშინელება მათ ჩაიდინეს, ფაქტიურად გირგვლიანი 2 ჩაიდინეს მურუსიძე აღაზევეს, მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია გირგვლიანის საქმის აპელირება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან.

მე მინდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვთქვა, რომ ევროპული სასმართლო არასოდეს არ წერს პირი არის თუ არა პოლიტპატიმარი, როცა ადამიანის კომიტეტის თავმჯომარე ამაზე აპელირებს, რომ სად წერია ეს არის უბრალოდ ის რომ მან არ იცის, რომ გადაწყვეტილებაში ეს არ იწერება“,-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად