ზაზა ხატიაშვილი: 21-ე საუკუნეში ფაშისტებს თუ ვნახავდი არ მეგონა

„ყველა ამბობს -დაგვწვეს… ბავშვი რომ ვიყავი და საბჭოთა ფილმებს ვუყურებდი, გერმანელი ფაშისტები როგორ წვავდნენ და როგორ აჩვენებდა საბჭოთა კოლექტურა რა ცუდი იყო გერმანელი ფაშისტები. 21-ე საუკუნეში მე თუ საქართველოში ფაშსტებს ვნახავდი, არ მეგონა“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, სადაც „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების საკითხს განიხილავდნენ.

მისი თქმით, „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.

„ტელევიზიაში ვნახე, ადამიანს მოპარეს 50 ლარიანი ტელეფონი, გადის შსს ინფორმაცია, რომ ადამიანი დაზარალდა… ვთქვათ არ დაუწვეს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ უბედურებს წაკითხული არ აქვთ? 

ესენი არიან დაზარალებულები, მათ უნდა მიეღოთ სტატუსი. დაზარალებულის სტატუსი რომ მისცე, უნდა ჩაატარო ექსპერტიზები და დაადგინო ბრალეული პირი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შოთაძე თავის თავს მთავარ პროკურორს რომ ეძახის, შუშის სასახლეში გენერალური პროკურორი რომ უზის, სანამ ის დაურეკავს, ხალხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის სტატუსი არ უნდა მისცეს? გაგიგიათ ასეთი რამ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ ხალხს აქვს 100 ათასი ლარის ზარალი და დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ? ეუბნებიან მოწმეები ხართო. როდესაც ესენი იკითხებოდნენ, სასაცილო ის იყო, როცა გამომძიებელი ეუბნებოდა, თქვენ დაზარალებულობა მოგინდათო? პროკურატურა ამბობს, რომ არ გცნობთო. შემდეგ რა გაუკეთეს, ყველამ დაწერეთ, რომ ხანძართან პრეტენზია არ გაქვსო. 

დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ხანძრის 8 კერა იყო თავიდანვე და დაგვწვესო. გამომძიებელთან რომ მივიდნენ, ის ეუბნებოდა, დაწერეთ რომ ხანძართან პრეტენზია არ გაქვთო. ამიტომ არის ეჭვები რომ დაწვეს. 

ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს ადამიანები გატყდებოდნენ, არ გატყდნენ. 3000 ლარზე რატომ იძახიან უარს იცით? რიმა ბერაძე ეუბნებოდათ, დაწერეთ, 3000 ლარს რომ მიიღებთ, სხვა ზარალის ანაზღაურებას აღარ მოითხოვთო. ასე დაამცირეს ეს ხალხი, ასე უღირსად ექცევიან. კარვები რომ გაშალეს, პოლიცია ძალადობს და ხმას არავინ არ იღებს“, – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად