ზაზა გახელაძის მეუღლე: დღეს ჩვენთვის მეორე დაბადება იყო

დღეს ჩვენთვის მეორე დაბადება იყო, – ამის შესახებ ზაზა გახელაძის მეუღლემ ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა და სახლში დაბრუნდა.

“დღეს ჩვენთვის მეორედ დაბადება იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერს და ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე ამ თემაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა,” – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ, რომლის კომენტარსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდა. განსაკუთრებით ემოციური გახელაძის შვილებთან შეხვედრა იყო. მამა მათ ზუსტად წელიწადი და 3 დღე ნანახი არ ჰყავდათ.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა “შეიწყალა”.

ანატოლი ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

კომენტარები
იტვირთება...