ზაზა გაბუნიამ თემქის მოსახხლეობას შეხვდა

"ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება."- განაცხადა ზაზა გაბუნიამ თემქის  3მ/რ, 5-2 კვარტლის მოსახლეობასთან შეხვედრისას,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია" ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის  N19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა.

ზაზა გაბუნიამ ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.

სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად