ზაზა გაბუნიამ ადიგენისა და ბაღდათის მაცხოვრებლებს “ზეკარობა” მიულოცა

ზეკარის უღელტეხილზე დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით სახალხო დღესასწაული "ზეკარობა" გაიმართა.

ღონისძიებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაესწრო და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ რომ დღეს ჩემს სამ შვილთან ერთად ვესწრები ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს "ზეკარობას", ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით განხორციელებულ ასეთ სახალხო დღესასწაულს, სადაც ორი მუნიციალიტეტის მოსახლეობა სტუმრებთან ერთად იკრიბება ამ უნიკალურ და ულამაზეს ადგილზე. მახარებს ეს ერთობა, რადგან ასე მხარდამხარ არის შესაძლებელი სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა და განვითარება", – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სახალხო დღესასწულში მონაწილეობა მიიღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, პარლამენტის წევრებმა გია კოპაძემ და კობა ლურსმანაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

მათ სტუმრებს "ზეკარობა" მიულოცეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოღი,გაიმართა გამოფენა-გაყიდვა,ასევე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კერძები, დასასრულს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე 2015 წლის 9 სექტემბერს ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მიერ საფუძველი ჩაეყარა საერთო სახალხო დღესასწაულს ,,ზეკარობას".

ამის შესახებ ინფორმაციას 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად