ზაზა გაბუნია საზოგადოების მიმართვაზე: თავი დაანებონ ამომრჩეველს და შეცდომაში ნუ შეჰყავთ!

ამომრჩეველზე ერთგვარი ზეწოლად აფასებს "აიპრესთან" "ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა გაბუნია სამოქალაქო სექტორის მოწოდებებს საზოგადოების მიმართ, რომლის თანახმად მოქალაქეებმა მეორე ტურებში ხმა ქვეყენაში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ უნდა მისცენ. 

„ეს ერთგვარად ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობაა, რომ მან არ მიიღოს თავისუფლად გადაწყვეტილება. სტერეოტიპებს სთავაზობენ ამომრჩეველს იმაშიც, რომ გაუჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მხრივ, საზოგადოებას აქვს პრინციპული პოზიცია და მეორე მხრივ, მივიჩნევ, რომ ის ამ პოზიციას დააფიქსირებს მუდმივად. 

ეს პოზიცია ლუსტრირებაა იმ ჯგუფების მხრიდან, ვინც ამას ამბობს. პოლიტიკური ძალისთვის, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, თუნადაც ამ საბაბის გამოყენებით მხარდაჭერა მათ პოლიტიკურ გემოვნებას უსვამს ხაზს. ეს ძალიან კარგია საზოგადოებისთვისაც, რადგან ადამიანებმა, რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებდნენ და პარტიული მიკუთვნებულობისგან თავს იკავებდნენ, ახლა სრულიად ცხადად გამოაჩინეს, საით იხრება მათი სიმპათიები. ვერ მოვუწონებ მათ არჩევანსა და პოლიტიკურ გემოვნებას. 

ეს მათი უფლებაა, მაგრამ საზოგადოებას თავი დაანებონ და სტერეოტიპებით შეცდომაში ნუ შეჰყავთ. მოკლე ვადიანი მეხსიერება არ აქვს საზოგადოებას და ახსოვს, რა იყო 2012 წლამდე. ისიც ახსოვს, როგორ მართა „ქართულმა ოცნება“ ბოლო 4 წელიწადი ქვეყანა და შესაბამისად, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა. 

გახსოვთ, რომ არაერთ საკითხთან მიმართებით საზოგადოება ითხოვდა მეტ სისწრაფეს, დინამიკას. მაგრამ ის კოჰაბიტაციის რეჟიმი და რთული ფორმატი, როდესაც რამდენიმე სუბიექტთან კოალიციურად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, მოგეხსენებათ, თითოეულ მოთამაშეს თავისი პარტიული დღის წესრიგი ჰქონდა, ეს ართულებდა სწრაფად გადაწყვეტილებები მიღებას. 

დღეს „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებულია. მოსახლეობის მიერ მონიჭებულ უმრავლესობას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ ის, რასაც ჩვენგან ელოდებიან“,- განმარტა ზაზა გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...