ზაზა გაბუნია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თემქის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის N19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოსახლეობას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

ზაზა გაბუნია მოსახლეობას თემქაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს.

სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად