ზაზა გაბუნია: მთა იყო და ყოველთვის დარჩება აზრების და ემოციების წყაროდ

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თუშეთის ტყის რეინჯერს სალომე იდოიძეს “მთის შვილის” წოდება გადასცა.

ზაზა გაბუნია: „დღეს სრულიად განსაკუთრებული დღეა, რადგან მთა იყო და ყოველთვის დარჩება აზრების და ემოციების წყაროდ, მთა ყოველთვის იქნება განსაკუთრებული სიამაყის საგანი ქართველისთვის.

მე მინდა მივესალმო იმ გზავნილებს, რაც მთის მხარდაჭერის საკითხებზე პრემიერისგან და სხვა გამომსვლელების მიერ გაკეთდა.

საქართველოს პარლამენტი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკის შემუშავებაში, რაც დაკავშირებულია მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობასთან.

მე დღეს დიდი პატივი მხვდა წილად, რადგან უნდა დავაჯილდოვო ადამიანი, რომელიც იცავს თუშეთის ტყეს – ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი.

ნებისმიერ ამინდში ის ყოველი დილის რვა საათზე იწყებს მუშაობას. 1400 ჰექტარამდე ტერიტორია აბარია და 10 კმ-მდე მანძილის გავლა უწევს ყოველდღიურად. მსურს ამისთვის თქვენთან ერთად დიდი მადლობა ვუთხრა სალომე იდოიძეს და გადავცე “მთის შვილის” წოდება”.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარები, მინისტრები, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად