ზაზა გაბუნია მექსიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გაბუნია მექსიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს კარმენ მორენა ტოსკანოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-მექსიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ელჩმა ზაზა გაბუნიამ ვიცე-მინისტრ მორენას მექსიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულების გამო მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მექსიკასთან ორმხრივ თანამშრომლობას კულტურის, განათლების, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

კომენტარები
იტვირთება...