ზაზა გაბუნია: გუდამაყრის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გუდამაყრის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება,-ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ადგილობრივ მოსახლეობას გუდამაყრის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, ასევე გაკეთდება სანიაღვრე სისტემა. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემური მონაკვეთები.

პროექტ „ჩემი ნაძალადევის“-ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად