ზაზა გაბუნია 114-ე და 138-ე სკოლების პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან ერთად 114-ე და 138-ე სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

მიმდინარე წლიდან ავარიული შენობების ადგილზე ახალი, ევროპული სტანდარტის სკოლების მშენებლობა დაიწყება.

ზაზა გაბუნიამ და ირინა აბულაძემ სკოლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს  იმ პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას სჭირდება.

“წინა წელს მე დავპირდი 114-ე და 138-ე სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს, რომ მათი შვილები ახალაშენებულ, მაღალი დონის სკოლებში ისწავლიდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს,  რომლებიც ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახლო პერიოდში ბავშვები ევროპული სტანდარტების ახალი სკოლებში განაგრძობენ სწავლას”.

შეხვედრას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...