ზარქუა ხაბეიშვილზე: ფარჩაკი ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს

” ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და არც გაუკეთებიათ, მათგან პირად შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან”,-ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ, როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად ვცემდით პასუხს დელიკატურად, მაგრამ როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადახვალ მიიღებ სწორედ ასეთს.

ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და არც გაუკეთებიათ, მათგან პირად შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან. ფარჩაკი თავიანთ ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს,” – აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად