ზარდიაშვილისთვის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილებას შეწყეტას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ვანო ზარდიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს გააცნო ვანო ზარდიაშვილის პირადი განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პირველივე სასესიო კვირაში კენჭი ეყრება ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რის შემდეგაც, ცესკო პარლამენტს პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად