ზარდიაშვილი: თუ ვინმეა კორუმპირებული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის ეკა ბესელია

ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელაის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ვანო ზარდიაშვილის პარტიიდან გაშვებას აპირებდა.

“გადით ქუჩაში, დაუსვით კითხვები მოქალაქეებს, 100-დან ასივე გიპასუხებთ, რომ თუ ვინმე კორუმპირებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, საჯარო ეს არის ეკა ბესელია. ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია ამ შინაარსით შევავსოთ, ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია,“-ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გადაწყვეტილი ბიძინა ივანიშვილს ვანო ზარდიაშვილის გაშვება “ქართული ოცნებიდან”, ზარდიაშვილი პასუხობს:

“მსგავსი შეფასება უმრავლესობის არცერთ სხდომაზე არ ყოფილა.”,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...