ზარდიაშვილი პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე: გპირდებით, ბესელიასთან ერთად, ამ გამოძიების დასრულებას მოვითხოვ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს, შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან.

პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად, ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,” – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...