ზარდიაშვილი ფოფხაძეს: რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს. რის შემდეგაც პარლამენტში ინციდენტი მოხდა.

ინციდენტი კი გედევან ფოფხაძის განცხადებით დაიწყო, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია.

რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა:

„რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“. სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება. სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად