ზარდიაშვილი გრიგოლიას: სამწუხაროა, რომ ასეთ ძალადობის ფაქტს სოლიდარობას უცხადებთ

სამწუხაროა, რომ ასეთ ძალადობის ფაქტს სოლიდარობას უცხადებთ, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას:

“მე მოვისმინე თქვენი სოლიდარობა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ძალადობის ფაქტს თქვენ სოლიდარობას უცხადებთ, მაგრამ ეს თქვენი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ინგა გრიგოლიამ ზარდიაშვილს საუბარი შეაწყვეტინა და მიმართა:

“უკაცრავად მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ქალბატონს, ვისაც პირადი ცხოვრების კადრები აუტვირთეს და დღეს მორალი შეახსენეს”, – რაზეც ზარდიაშვილი პასუხობს:

“კარგი იქნებოდა თქვენ, თქვენს კოლეგებს… მე თქვენს ჟურნალისტურ ღირსებას ჩრდილს არ ვაყენებ და მჯერა, რომ წარმატებული და ღირსეული ჟურნალისტი ხართ. უბრალოდ სანამ მეორე მხარის პოზიციას არ მოისმენთ აპრიორში საუბარი ძალიან მძიმეა”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძეს მოსმენის დროს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ წევრ ვანო ზარდიაშვილს დღეს ფიზიკურად გაუსწორდა და ხელით შეეხო (ვიდეო)

ინგა გრიგოლიამ კი ეკა ბესელიას სოლიდარობა პირდაპირ ეთერში გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად