ზარდიაშვილი ბესელიას ინიციატივაზე: არც ერთი პირველკურსელი იურისტი ამ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს

ამგვარად გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი თანაგუნდელის საკანონმდებლო ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას.

“რაც შეეხება მაგ ინიციატივას – პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი მეორე კლასელი იურისტი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან.

აქედან გამომდინარე, ეს აქტი, ინიციატივა თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს არის არაკონსტიტუციური“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...