ზაქარია ქუცნაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა დუშეთში გამართა

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა დუშეთში გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქარრთველო ავრცელებს.

"4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. დღეს კვლავ ვერთიანდებით, რათა ახალი ძალებით, ქვეყნის სიყვარულითა და თავდადებით მეტი სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს.

„ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი ადამიანია, ამიტომაც ვაშენებთ არა ტერორზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, დღეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დაიცვას ქართული სახელმწიფო, იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის.

„ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება“, – მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა ამომრჩევლებს.

ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე;

პარლამენტარები: ერეკლე ტრიპოლსკი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი, ელისო ჩაფიძე, ზურაბ ზვიადაური, ლუკა კურტანიძე, შოთა ხაბარელი და თემურ ხუბულური. მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერდა ამომრჩევლებს მიმართეს მსახიობმა გუჯა ბურდულმა, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ.

“ერთიანი ძალით, ერთმანეთის მხარში დგომით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ავაშენებთ განვითარებულ სახელმწიფოს და თამამად დავდგებით ევროპული ქვეყნების გვერდით.

ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ 8 ოქტომბერს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად