ზაქარია ქუცნაშვილის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ პარლამენტში იმსჯელებენ

დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

 

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...