ქუცნაშვილი: გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, ეს საქართველოსთვის აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი  ზაქარია ქუცნაშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

“საქართველოსთვის აუცილებელია გახარიამ თანამდებობა არ დატოვოს.  გახარიამ ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა რომ ძალადობრივი გზა, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება მე შევეწირები.

თუ გიორგი გახარიას გადმოსახედიდან შევხედავთ, გიორგისთვის ყველაზე კომფორტული იქნება თანამდებობის დატოვება. მაგრამ, საქართველოს გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ის წინ აღუდგა ძალადობას და განაცხადა, რომ სანამ მე ვარ მინისტრი ამ საშუალებით პოლიტიკურ მიზანს ვერავინ ვერ მიაღწევს. ამიტომ გახდა დღეს  №1 სამიზნე ძალადობის ორგანიზატორების მხრიდან.

მათ მხოლოდ ეს საშუალება აქვთ არჩეული და ყველას იყენებენ. ეკლესიას, სამშობლოს, პატრიოტიზმს, ღვინოს, სანთელს, ყველაფერს გვილანძღავენ ოღონდ კი საზოგადოებაში არეულობა და დაძაბულობა შემოიტანონ. აი, ასეთი ხალხი არიან და გახარია ამ ძალადობის შემაკავებელია. ამის გამო, საქართველოს გადმოსახედიდან თუ უყურებთ, ის არ უნდა გადადგეს”, – ასე უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა  “აიპრესის” კითხვას, ფიქრობთ თუ არა რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  თანამდებობა უნდა დატოვოს?

პ.ს. ზაქარია ქუცნაშვილთან ვრცელ ინტერვიუს “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარა, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვი სგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოჰყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრუნება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-25 დღეა მოთხოვნით “გადადგეს გახარია!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...