ზაქარია ქუცნაშვილი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნებიდან“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ფშავ-ხევსურეთში იმყოფებოდა, მაჟორიტარობის კანდიდატი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ავრცელებს.

"ჩვენი მიზანია სოფლის ფეხზე დაყენება, სწორედ ამიტომ მივიღეთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი“ და დავაარსეთ მთის განვითარების ფონდი, დავიწყეთ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კმ გზის მშენებლობა. 

ავაშენებთ ჯუთა- როშკის ახალ გზას და სრულ რეაბილიტაციას გავუკეთებთ ჟინვალი – თვალივის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს“,-განახცადა ქუცნაშვილმა.

მისვიე თქმით, გვჭირდება მზარდი, განვითარებადი მთიანეთი და არა მხოლოდ ისეთი მთა, სადაც გზის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემების არსებობით ვიამაყებთ.

„ჩვენ ამას თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად