ზაქარეიშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: “7 თვიანი ბავშვი არავის უნდა”

„ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ „ოთარაანთ ქვრივიდან“, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვს, ანუ 7 თვიანი არავის უნდა, არც 5-6 თვიანი. ყველა მიზანს სჭირდება თავისი დრო. იმ პროცესში ვართ, როცა აუცილებლად მივალთ ნატოსთან“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე კომენტირებისას განაცხადა. 

ზაქარეიშვილმა შეფასება ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს და ხვალ ნატოში გაწევრიანება არ მოხდება.

„ვეთანხმები განცხადებას, დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს. თუ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, ბუნებრივია ჯერ ჩვენ MAP-იც არ მიგვიღია. მაგალითად, ხორვატიას 8-9 წელი ჰქონდა MAP-ი. ალბანეთს 12 წელი. ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატოსკენ, გარდა ნატო-სი, სხვა სივრცეში საქართველო ვერ წარმომიდგენია. იდგმება ნაბიჯები, ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი. ბოლო სამიტზე, უელსის სამიტზე, ცალსახად ითქვა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ანუ, თავის თავზე აიღეს პასუხისმგბელობა. პროგრესი თვალნათელია, მაგრამ მას სჭირდება მუშაობა. საჭიროა ხანგრძლივი, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. ილია ჭავჭავიძის სიტყვებს გაგახსენებთ „ოთარაანთ ქვრივიდან“, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვს, ანუ 7 თვიანი არავის არ უნდა.არც 6-5 თვიანი. ყველა მიზანს სჭირდება თავისი დრო. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა აუცილებლად მივალთ ნატოს-თან“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად