ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 15:00 საათზე გაიხსნება

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე ნახევარ საათზე ნაკლები დრო რჩება.

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ოლიმპიურმა თამაშებმა მაღალ დონეზე ჩაიაროს.

საქართველოს სახელით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას სულ 4 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ეროვნული დროშა ოლიმპიურ სოფელში გუშინ აღიმართა და საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა.

ქართველი სპორტსმენების განრიგი ასეთია:

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური – სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი – საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 – გიორგი სოღოიანი
12.02 – 10:15 – 15:35 – ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 – 10:15 – 15:25 – ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 – 10:00 – 14:30 – მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 – მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 – 10:15 – 15:45 – იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 – 10:15 – 15:40 – იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. 

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად