ზამბიის ეკლესიებში ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის საყოველთაო ლოცვა აღევლინა

ზამბიის მაცხოვრებლებმა ყველა ეკლესიაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კრიზისიდან მალე გამოსვლისათვის ილოცეს.

ზამბიის პრეზიდენტი ედგარ ლუნგუმ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ლოცვისთვის და განაცხადა, რომ მათი თხოვნა ღმერთმა შეისმინა. ლუნგუმ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოვიდეს, დანარჩენი კი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

ლოცვის დღეს ქვეყანაში დაიხურა ყველა ბარი, ღამის კლუბი და სხვა გასართობი ადგილები. ასევე გადაიდო ფეხბურთის ნაციონალური ასოციაციის მატჩები.

ნაციონალური ვალუტა ზამბიური კვაჩა, 2015 წლის დასაწყისში დოლართან მიმართებაში თითქმის 50%-ით გაუფასურდა. კურსის გაუფასურება თაფლის ფასის დაცემამ გამოიწვია, რაც ზამბიის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად