ზალკალიანი: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების პირად მონაცემებს აგროვებენ და რაღაც კითხვარებს ავსებინებენ

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით “სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქსა თუ აშშ-ში კერძო პირების, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ხდება სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება. ისინი აგროვებენ მოქალაქეების პირად მონაცემებს, ასევე ავსებინებენ გაუგებარ კითხვარებს, იმისთვის რომ დააორგანიზონ მათი სამშობლოში დაბრუნება.

მინდა განვაცხადო, რომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ძალიან მავნებლური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ცრუ მოლოდინების შექმნა. ამ მძიმე სიტუაციაში, რომლის წინაშეც არის მთელი მსოფლიო თანამეგობრობა და მხოლოდ სახელმწიფოების ჩართულობის ფარგლებში ხდება მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი, არც ერთ კერძო პირს თუ რაიმე დაჯგუფებას არ შესწევს არც იმის რესურსი და არც იმის უნარი, რომ ეს პროცესი განახორციელოს ისე, როგორც შეთანხმებულად ხდება სახელმწიფოებს შორის. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ, რომ არ გაყვნენ ასეთ მსგავსი სახის გამოკითხვები იქნება თუ პირადი ინფორმაციის მიწოდება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად