ზალკალიანი: უახლოეს დღეებში განხორციელდება ჩარტერული რეისები ამსტერდამიდან და ბერლინიდან

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად უახლოეს დღეებში ამსტერდამიდან ორი და ბერლინიდან ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდება – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ესაა შეზღუდვები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება გადაადგილებასთან დაკავშირებით და ფრენებთან მიმართებაში. როგორც უკვე გამოცხადებულია, უახლოეს დღეებში განხორციელდება ჩარტერული რეისები. ამსტერდამიდან ორი რეისი და ერთი რეისი ბერლინიდან. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ და მოვახდენთ სხვა მიმართულებებითაც ფრენებს. ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათაც ეტაპობრივად, არსებული რესურსის ფარგლებში, რაც ხელისუფლებას და ქვეყანას გააჩნია, მოვახდენთ მათ გამოყვანას ამ ქალაქებიდანაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად