ზალკალიანი: საქართველომ მიიღო უფლება 2022 წელს უმასპინძლოს ევროპალიის ფესტივალს

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ვროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia), სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა.

ელჩების კონფერცია 2019 – ის ფარგლებში დავით ზალკალიანი საქართველოსთვის ევროპალია 2019 ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და საქართველოს, ქართული კულტურისა და ღირებულებების შესახებ ცნობადობის გაზრდისთვის ღონისძიების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა:

„ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ საქართველომ მიიღო უფლება 2022 წელს უმასპინძლოს ევროპალიის ფესტივალს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, შეიძლება ითქვას, რომ ის მნიშვნელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალს უტოლდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა ევროპის დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელში და ბელგიის სხვა ქალაქებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმასპინძლოს კულტურულ ღონისძიებებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ჩვენი ღირებულებებისა და კულტურის ძალიან აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს“, განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გაწეული სამუშაოები და მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვა ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას: „გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა ახლა კი გვექნება ევროპალია, შესაძლებელია მათ შორის არა ამ მასშტაბის მაგრამ მცირე ზომის ღონისძიებები დაიგეგმოს და ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რაც ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოებში ჯდება“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ვროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia), სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად