ზალკალიანი: საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, რადგან მინისტრის შეფასებით, ესტონეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო საქართველოს თემატიკა.

“მინდა შევეხო იმას, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რასაც ადასტურებს გავრცელებული ინფორმაცია ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საქართველოს საკითხზე მსჯელობა.

ეს არის შედეგი ჩვენი აქტიური მუშაობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეებთან. ჩვენი თხოვნა მათდამი არის, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ესტონეთის პრეზიდენტს, რომ მან განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო საქართველოს თემატიკა, კერძოდ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.

ბუნებრივია, ეს მიმართულება იქნება წამოწეული სხვა მაღალი დონის შეხვედრაზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და რუსეთის ფედერაციას შორის დღის წესრიგში. ეს არის პოზიცია, რომელიც იყო ესტონეთის და ასევე ევროკავშირის პოზიცია გაჟღერებული ამ ორმხრივ ფორმატში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...