ზალკალიანი: სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა – ჩვენი ნაკრების ბიჭებს ყველაზე უფრო ახლა სჭირდებათ გვერდში დგომა

სამწუხაროდ , არ გამოგვივიდა. უპირველეს ყოვლისა ჩემი გულწრფელი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების ბიჭებს. ყველაზე უფრო ახლა მათ სჭირდებათ გვერდში დგომა. – ამის შესახე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს/

“ვაღიაროთ, რომ მეტოქე დღეს ჩვენზე ძლიერი იყო, რაც პირველ რიგში განაპირობა მაკედონელთა მწვრთნელის სწორმა ტაქტიკამ. მოწინააღმდეგის წინააღმდეგ პრესინგმა და სივრცეების მაქსიმალურმა შეზღუდვამ, მაშინ როდესაც გვაკლდა ინდივიდუალურად ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები როგორებიც არიან ჩაკვეტაძე და კვარცხელია, ლოგიკური შედეგი გამოიღო.

სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ვერ გამოვიყენეთ სამი ძალიან კარგი შესაძლებლობა. ხოლო 52-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი საერთოდ აირია და ვერ გადაეწყო . სრულიად გაუმართლებელი იყო შეცვლების დაგვიანება . აშკარად სუსტი იყო დვალი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეცვლილიყო და მწვრთნელს მის ნაცვლად დავითაშვილი ან ნავალოვსკი გამოეყვანა, რომლებიც უფრო კარგად ერთვებიან შეტევაში და მაშინ როცა დასაკარგი არაფერი იყო, ვფიქრობ, ეს ცვლილება გამართლებული იქნებოდა. ისევე როგორც გვილიას დროული შეცვლა.
ეს ჩემი, როგორც ფეხბურთის მოყვარულის მოკრძალებული აზრია.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი ყველას ერთად დიდი წუხილი და იმედგაცრუება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სწორ გზაზეა, გვყავს ფეხბურთელების ის ნიჭიერი თაობა, ვისაც ნამდვილად შესწევს უნარი ბევრი წარმატება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. აუცილებლად დაგვიბრუნდებიან უნიჭიერესი ბიჭები: კვარაცხელია, ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი და სერიოზულ წვლილს შეიტანენ ჩვენს მომავალ გამარჯვებებში.ახლა კი დროა, სწორი ანალიზი გავაკეთოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის- საქართველოს გამარჯვებისთვის!” – წერს დავყთ წალკალიანი.

შეგახსენებთ, ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...