ზალკალიანი: რამდენიმე ქვეყანამ განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტებში

” ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია”-ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, რამდენიმე ქვეყანამ განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტებში:

“ინსტრუქციაა მიცემული ჩვენი საელჩოებისთვის. ელჩები არიან პირდაპირ კომუნიკაციაში შესული ამ ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტულ მიმართულებებში და, ბუნებრივია, ყველა ამ საკითხზე იყო მსჯელობა. მიმართულებებია, ისრაელი, ასევე, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, რა თქმა უნდა, სამეზობლო და, ამ მიმართულებით, თანდათანობით, ამ ქვეყნების არეალი და გეოგრაფია გაფართოვდება,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად