A1 ბანერი

ზალკალიანი: ნატო სრული ფორმატით იქნება წელს საქართველოში წარმოდგენილი

“ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული და შემდგომ არაერთგზის დადასტურებულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ასევე, მინისტრი დასძენს, რომ ნატოში ინტეგრაცია კვლავ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებად რჩება.

“შემდეგი მიზანი გახლავთ ნატო-ში გაწევრიანება, რომელიც ასევე, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო, როგორც ნატო-ს სამაგალითო და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყანა წარმატებით ასრულებს ალიანსის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული და შემდგომ არაერთგზის დადასტურებულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

უახლოეს პერიოდში ველოდებით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში, ასევე დაგეგმილია მაღალი დონის წვრთნები, ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს და წლის მეორე ნახევარში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს. ნატო სრული ფორმატით იქნება წელს საქართველოში წარმოდგენილი და ვფიქრობ, ესეც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს პრიორიტეტებსა და სტრატეგიაში ნატოს-თან ინტეგრაციას ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექნება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...