ზალკალიანი: კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქარატველოში კვიპროსის რესპუბლიკის, ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალურ ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კვიპროსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია.

“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია. დამოუკიდებლობის ისტორიაში პრეზიდენტის პირველი ვიზიტია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმის შიდა ფორმატის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ უახლოესი ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, იგივე აღმოსავლეთ პარტნიორიობის ევროპის მინისტერიალი, იქაც გვექნება კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. გარდა ამისა, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ, აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური განზომილების კიდევ უფრო მეტად წამოწევა. ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს”,-განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...