ზალკალიანი: ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და დადის რეგიონებში,აინტერესებს როგორია ჩვენი ქვეყნის განვითარება

“პარტიის თავმჯდომარეა და ის დადის რეგიონებში და მას აინტერესებს როგორ არის ჩვენი ქვეყნის განვითარება”,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში სტუმრობა არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ მას აინტერესებს როგორია ქვეყნის განვითარება.

“არანაირი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ეს არ არის. ძალიან ხშირად ბატონი ბიძინა ჩადის ყველა რეგიონში და ეს პირველი არ არის. სამეგრელოშიც არის ადრე ნამყოფი, ასევე სხვა რაიონში. აბასთუმანშიც ბევრჯერ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. პარტიის თავმჯდომარეა და ის დადის რეგიონებში და მას აინტერესებს როგორ არის ჩვენი ქვეყნის განვითარება,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა. მან ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ასევე, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა”ქართუ” მუზეუმს გახსნის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...