ზალკალიანი: გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს “აბრეშუმის გზის ფორუმზე” განუცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული საკითხი ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა.

„მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, -განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად