ზალკალიანი დავით გარეჯზე: ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია შეწყდეს იქ მიმდინარე სამუშაოები

“ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია შეწყდეს იქ მიმდინარე სამუშაოები”,-ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებთან ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დავით გარეჯასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.

“აუცილებელია, რომ კომისიას მიეცეს შესაძლებლობა და იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიღწეულ იქნა, პირველი რაუნდის შედეგად გაიმართოს უკვე ექსპერტების, ადგილზე, გაცნობითი ვიზიტი, რათა ადგილზე მოხდეს გაცნობა სიტუაციის. ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ აუცილებელია შეწყდეს იქ მიმდინარე სამუშაოები, რადგან არავის მიეცეს არასწორი ინტერპრეტაციის საშუალება,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...