ზალკალიანი დავით გარეჯის თემაზე: მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია პოსTV-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ს ეთერში საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„როცა სტრატეგიულ პარტნიორთან გაქვს ურთიერთობა და ის ხედავს, რომ არის თანმიმდევრობა და ერთმანეთის პოზიციების გაზიარება, როდესაც პოზიციები არის არგუმენტებით და შესაბამისი მასალებით გამყარებული, ბუნებრივია, იქ ერთი მხარეც და მეორე ხარეც მიდის დათმობებზე. მაგარამ ეს დათმობები არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება. ამაზე ძალიან დიდ ხანს ვესაუბრე ჩემს ახალ კოლეგას. მთელი ამ პერიდის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვართ კომუნიკაციაში და მერწმუნეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ზრდის საქართველოს ფუქნციას რეგიონში.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. (პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა )

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კურტანიძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახის ღონისძიებად ორთივიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად